вторник, 9 мая 2017 г.




                                                      ტრენინგის  მეცხრე  დღე

                     დღევანდელი  დღე  ძალიან  საინტერესო  იყო.მოვიყვანეთ  მთლიანობაში  შეძენილი  ცოდნა  თანამედროვე  ტექნოლოგიების  შესახებ, სასწავლო   პროექტების  დაწერის, დახვეწის,  კომენტარების  გაკეთების შესახებ, ერთმანეთის   პროექტების  შეფასების  და  დაკომენტარების   შესაძლებლობების  შესახებ.... გავიხსენე  ზოგიერთი  დეტალი  დისკში  მუშაობის  და  ბლოგის  გამოქვეყნების, რომელიც  ასევე ხათუნამ  მასწავლა  მეორე  დონის  ტრენინგის  დროს....  ჩემი  პროექტი  დასახვეწია  და  კარგია  რომ  მაქვს საამისო  დრო (2 კვირა)....  
                   ტრენინგით  კმაყოფილი  ვარ, იყო  ძალიან  საჭირო, საინტერესოდ  წარმართული  ხალისიანი  მცოდნე  ტრენერის  მიერ....
            დიდი  მადლობა, ხათუნა!  💟😍💗

воскресенье, 7 мая 2017 г.




                               ტრენინგის   მერვე  დღე

             ტრენინგი  დაიწყო  ლექციური  პრეზენტაციით თემაზე  ,,საავტორო  უფლებები".  ეს იყო საკმაოდ  საინტერესო   აუცილებელი,  საჭირბოროტო  პრეზენტაცია, რომელიც  ყველამ-   მოსწავლემ,   მასწავლებელმა უნდა  იცოდეს,  განსაკუთრებით კი მათ  ვინც  პროექტებზე  მუშაობს და  სჭირდებათ  კვლევა  არსებულ  მასალებზე  დაყრდნობით.
        გავეცანით  სახელმძღვანელოში  არსებულ  საჭირო  აქტივობებს: მოსწავლის  საჭიროებების  გათვალისწინება, შეფასების  გეგმა  და  დიფერენცირებული  სწავლება, სააზროვნო  უნარები, აზროვნების  კონცეფციები და მისი  განმარტებები, მარზანოს  თეორიები, რწმენები  და  დამოკიდებულებები, ემოციები  და  აზროვნება....
         შევასრულეთ  დავალება-გავწერეთ  სასწავლო  პროექტის  დიფერენცირებულ  სწავლებაში  რა  ტიპის  დავალებები  მივცეთ  სუსტ  და  ნიჭიერ მოსწავლეებს....
           ვისწავლეთ  ბლოგში  ფონის  და  თემის  შეცვლა  :) 

суббота, 6 мая 2017 г.




                                            ტრენინგის  მეშვიდე  დღე
              
                  დღე  დავიწყეთ  წინა  დღეების  განვლილი  მასალის  გახსენებით.  როგორ  შეიძლება  შევაფასოთ  მოსწავლის  ნაშრომი, რით  შევაფასოთ, გავიხსენეთ  რამდენად  მნიშვნელოვანია  თანამშრომლობა, მონიტორინგი, დემონსტრირება, ასევე  მნიშვნელოვანია  სწორი  ინსტრუქციის  შექმნა.
             ვიმუშავეთ სასწავლო  პროექტის  გეგმაზე, სადაც  დროში   დაწვრილებით  გავწერეთ  გეგმის  მსვლელობა, პროცედურები.  ჩემთვის  ბევრი რამ სიახლე  იყო, მაგალითად ის, რომ  პროექტზე  მუშაობისას  მნიშვნელოვანია  წინარე  ცოდნა-იდეის  გენერირება. 

воскресенье, 9 апреля 2017 г.




                                                  ტრენინგის  მეოთხე  დღე 

            დღევანდელი ტრნინგის  თემაა ,,მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები". ვისაუბრეთ  ასეთი კითხვების  სამ ძირითად  სახეზე. განვიხილეთ  მზა  პრეზენტაცია, გავეცანით  მზა  საკვანძო  კითხვებს. 
            მოვიფიქრეთ, ავტვირთეთ  და  გავაზიარეთ  ჩვენი  კითხვები  დრაივზე.
            ვიმუშავეთ   დრაივზე  ონლაინ  რეჟიმში.
            ვისწავლეთ  გადაგზავნა, ჩასწორება,დაკომენტარება  ერთმანეთის  კითხვების(რომლებიც  ჩვენთვის  ხელმისაწვდომი  იყო).
           ვისწავლეთ  რა  არის ,,პრემიუმ  რეჟიმი"  და  ,,რედაქტირების  რეჟიმი".
           შევქმენით  საინფორმაციო  ბუკლეტი განვათავსეთ  ელფოსტაზე.💪🙇
           მივიღეთ  დავალება:  დავაკომენტაროთ  ერთმანეთის  რეფლექსიები, ჩვენს  გეგმაში დავასრულოთ  სტანდარტები,  გადავიტანოთ მიმართულების  მიმცემი  კითხვები.  :)  

          p.s. ერთმანეთს   ვხვდებით  აღდგომის  შემდგომ   შაბათ-კვირას....  :)  
           

суббота, 8 апреля 2017 г.

                     


                                   ტრენინგის  მესამე  დღე

      განვიხილეთ  ბლუმის  ტაქსონომია (ახალი  სიტყვებით)  და  პროექტისთვის  გამოსაყენებელი  ზედა  დონეები, ჩვენი  პროექტისთვის  საჭირო  ზმნები.
     ჩვენს  პირად  პორთფოლიოში   გეგმის  შაბლონში  დავიწყეთ   შევსება  შესაბამისი  გრაფების.
    გავეცანით  რამდენიმე  პროექტს,როგორც მოდელს.
    ვისაუბრეთ პროექტით სწავლების  სარგებელზე.
    გავიგე  რა არის  ,,ჩეკლისტი".
    გავეცანი სახელმძღვანელოში  საინფორმაციო  ბიულეტენის  შაბლონს  და  ბუკლეტის  ნიმუშს.
    ვისწავლე რა  არის  ,,ელექტრონული  ღრუბლები" და  როგორ გადავიტანო  ჩემი  საქაღალდე  კომპიუტერიდან  ღრუბლებში.
    მივიღეთ დავალება  -  გავაკეთოთ  საინფორმაციო  ბუკლეტის  მოდელი.
    

воскресенье, 2 апреля 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე


                                     
           საინტერესო  დღე იყო-დატვირთული  ინფორმაციულად, შემეცნებითად.  განვიხილეთ  პროექტის მონახაზები,  მივიღეთ რეკომენდაციები...  
         შევქმენით  პროექტისთვის  პორტფოლიო, რომელშიც  შევინახეთ  გარკვეული საჭირო  ინფორმაციები.  
         ჩემთვის  სიახლე  იყო  ესგ-ს  პორტალის  არსებობა. გავეცანი ამ ახალ პორტალს. 
         მივიღე  საშინაო  დავალება  ,,პროექტის    მიზნის  შესაბამისი  სტანდარტების  და  ინდიკატორების  მოძიება". 
        მადლობა, ხათუნა ))))))) 

суббота, 1 апреля 2017 г.

პირველი დღე

   

                                                           ♚♚♚

          დაიწყო  ჩემთვის  ახალი ტრენინგი-ინტელის პროექტების  კეთება. დაიწყო  ტრენინგი  გაცნობით-მესამე პირში  საუბარი პირადი  ნივთის  ან ვინმე  ახლობლის  სახელით საკუთარ თავზე(არ ვიცი რამდენად  ზუსტად  ავხსენი  გაცნობის  ეს  მეთოდი, მაგრამ  ძალიან სახალისო  და  საინტერესო იყო ))))  ვნახეთ  ერთი ვიდეო ინტელის  ინოვაციურ  ტექნოლოგიების  გამოყენების  შესახებ სასწავლო პროცესში  და მეორე  ვიდეო- სოფიკო  ჩიხრაძის  ,,სასწავლო  და  სოციალური  პროექტები".  შემდეგ  გავეცანით  სახელმძღვანელოს  და სახელმძღვანელოში  ნავიგაციას. ავიღეთ  და  განვიხილეთ  პროექტის შაბლონი, და  განვიხილეთ  სახელმძღვანელოდან პირველი  მოდულის  დოკუმენტი ,,21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები". გაიმართა დისკუსია, მსჯელობა... შევქმენით  ბლოგი .... 
       ვფიქრობ, რომ საჭირო  და  საინტერესო  ტრენინგი  გველის  წინ...