ტრენინგის მეშვიდე დღე
დღე დავიწყეთ წინა დღეების განვლილი მასალის გახსენებით. როგორ შეიძლება შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი, რით შევაფასოთ, გავიხსენეთ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, მონიტორინგი, დემონსტრირება, ასევე მნიშვნელოვანია სწორი ინსტრუქციის შექმნა.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, სადაც დროში დაწვრილებით გავწერეთ გეგმის მსვლელობა, პროცედურები. ჩემთვის ბევრი რამ სიახლე იყო, მაგალითად ის, რომ პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვანია წინარე ცოდნა-იდეის გენერირება.
Комментариев нет:
Отправить комментарий